Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით 30 ივნისს წარდგება

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით 30 ივნისს წარდგება

31/05/2023 09:43:20 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშით 30 ივნისს წარდგება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დროულად იქნება ყველაფერი, თარიღიც შეთანხმებულია. 30 ივნისს პრემიერი წარდგება პარლამენტში წლიური ანგარიშით და ასევე წერილობითი ანგარიშიც ვადებში იქნება მოწოდებული. ეს ყველაფერი უკვე შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას საპასუხოდ გააკეთა, რომელიც დაინტერესდა, როდის წარადგენდა ირაკლი ღარიბაშვილი ანგარიშს პარლამენტში.

„რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს ვალდებულება, პირველ ივნისამდე წარმოადგინოს ყოველწლიური ანგარიში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პრაქტიკულად ყოველდღიურად ანტიდასავლურ და ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს ეს ადამიანი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S