Accentnews.ge
დავით უსუფაშვილი: ომები რუსეთის მხრიდან ხდება ზუსტად იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჯერ კიდევ არ ვართ ნატო–ს წევრები

დავით უსუფაშვილი: ომები რუსეთის მხრიდან ხდება ზუსტად იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჯერ კიდევ არ ვართ ნატო–ს წევრები

31/05/2023 10:55:11 პოლიტიკა

"ომები რუსეთის მხრიდან ხდება ზუსტად იქ და იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჯერ კიდევ არ ვართ ნატოს წევრები, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

იგი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას "ანტიევროპულს" და "ანტიდემოკრატიულს" უწოდებს.

„ღარიბაშვილი და „ოცნების“ სხვა ლიდერები უკვე აღარ ერიდებიან, ღიად და პირდაპირ, მთელს მსოფლიოს ამცნონ, რომ საქართველოში მთავრობის ოფიციალური პოზიციები ყველაზე უფრო ახლოსაა მოსკოვის პოზიციებთან. სწორედ მოსკოვიდან გვესმის ამბები, რომ უკრაინაში ომი დასავლეთის მიერაა პროვოცირებული, ამას იმეორებენ, ამ სიტყვებით თუ სხვა სიტყვებით, ღარიბაშვილი და სხვები, თითქოს, რუსეთი იძულებული იყო რაღაცები გაეკეთებინა, აბა, რა ექნა?! რომ, თითქოს, უკრაინის ნატოს მისწრაფება იყო ამ ომის მიზეზი. მინდა, ყველას შევახსენო კიდევ ერთხელ, სად იყო ნატო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალში ის ტრაგედია დაატრიალა რუსეთმა, რაც დაატრიალა?! სად იყო ნატო 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შემოიჭრა. ომები რუსეთის მხრიდან ხდება ზუსტად იქ და იმიტომ, რომ ეს ქვეყნები ჯერ კიდევ არ ვართ ნატო–ს წევრები. ნაცვლად იმისა, რომ დავაჩქაროთ ეს პროცესი, ხელისუფლება იმეორებს რუსული პროპაგანდის ნაწილს, პირდაპირ ადანაშაულებს დასავლეთს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში, ურევს ერთმანეთში მტერსა და მოყვარეს. ამაზე უფრო ანტიევროპული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ღია რიტორიკა ხელისუფლების მხრიდან მე 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული დღემდე არ მახსენდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S