Accentnews.ge
საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების" მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

31/05/2023 11:18:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S