Accentnews.ge
პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობას მიმართა: "ჩემი მისამართით მუქარებს აზრი არ აქვს"

პრეზიდენტმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობას მიმართა: "ჩემი მისამართით მუქარებს აზრი არ აქვს"

31/05/2023 13:16:05 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს მთავრობას მიმართა.

ზურაბიშვილის თქმით, არ აქვს აზრი მის მიმართ მუქარების გაჟღერებას, რადგან მისი შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ყველაფერს გააკეთებს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"პრეზიდენტის ძალაუფლება უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი წნეხისგან ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარეთ და მინდა, მივმართო სამთავრობო წრეებს, რომ არ არის საჭირო მუქარა ჩემ მიმართ, რადგან გავაკეთებ იმას, რასაც ვთვლი საჭიროდ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები უარყოფილი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, ეს მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის მიერ, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპი. მე ნამდვილად აქტიურად ვმუშაობ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული ევრორეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა:

"მთავრობას მსურს, შევახსენო, რომ ის მოთხოვნები, რაც წარდგენილი იყო ევროკავშირის მიერ, უნდა დაკმაყოფილდეს დროულად. ევროკავშირი გვეხმარება იმ რთულ კიბეზე ასვლაში რასაც ევროპასთან დაახლოება ეწოდება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S