პრეზიდენტი: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ყველა ხელისუფლება ევროპისკენ ისწრაფოდა
31/05/2023 14:28:45 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნის ყველა ხელისუფლება ევროპისკენ ისწრაფოდა. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ყველა მთავრობა აყალიბებდა პროევროპული პლატფორმებს და ამ თვალსაზრისით მუდმივ პროგრესს აღწევდა. პრეზიდენტმა გამსახურდიამ დააბრუნა საქართველო დამოუკიდებელ ხალხთა ევროპულ რუკაზე, პრეზიდენტი შევარდნაძე იყო ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინიციატორი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაცია რეფორმათა პრიორიტეტად დასახა. მისი ლიდერობით საქართველო შეუერთდა „სამეზობლო პოლიტიკასა“ და "აღმოსავლეთ პარტნიორობას". 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდა სათავეში პროევროპული მისწრაფებების საფუძველზე და მან არაერთ გარდამტეხ წარმატებას მიაღწია, როგორიცაა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ასევე, ვიზალიბერალიზაცია. ეს ის არის, რაც არავინ უნდა დავივიწყოთ. მიუხედავად გამოწვევების, საქართველოს მოსახლეობას და ხალხს არასდროს უთქვამს უარი პროევროპულ კურსზე და საქართველოს ხალხი ყოველთვის მოითხოდა საქართველოს მთავრობისგან ამ ხაზის გატარებას", – განაცხადა პრეზიდენტმა.


