Accentnews.ge
ზურაბიშვილი: რუსეთის აგრესიას მისი იმპერიალისტური ბუნება ახალისებს და არა ევროკავშირის ან ნატო–ს გაფართოება

ზურაბიშვილი: რუსეთის აგრესიას მისი იმპერიალისტური ბუნება ახალისებს და არა ევროკავშირის ან ნატო–ს გაფართოება

31/05/2023 14:36:31 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის აგრესიას მისი იმპერიალისტური ბუნება ახალისებს და არა ევროკავშირის ან ნატო–ს გაფართოება. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დათმობის პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან ნატო–ს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და არ ახალისებდა რუსეთის აგრესიას. ეს თავად რუსეთს აქვს იმპერიალისტური ბუნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ რამე აქეზებს რუსეთს აგრესიის დასაწყებად, ეს დასავლეთის გაჭიანურებული გადაწყვეტილებებია.

მან ასევე ისაუბრა, რომ აგვისტოს ომის დროს დასავლეთის რეაქცია სათანადო არ იყო:

"სამწუხაროდ, ის რეაქცია არ იყო სათანადო 2008 წელს და არ იყო სათანადო მაშინ, როცა "მწვანე კაცუნები" შევიდნენ ყირიმში და ასეთი მიდგომა ახალისებს რუსეთს, რომ მეტი აგრესია გამოხატოს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S