Accentnews.ge
"როცა მესმის, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ რუსეთს იმისთვის, რომ ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გარკვეულ განვითარებას, ეს  ამორალურია"

"როცა მესმის, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ რუსეთს იმისთვის, რომ ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გარკვეულ განვითარებას, ეს  ამორალურია"

31/05/2023 14:48:34 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამორალური და არასწორია იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველო რუსეთს უნდა უმადლოდეს ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებას. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ევროკავშირი არის ყველაზე დიდი საერთაშორისო დონორი საქართველოში. საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში სწორედ ევროპულმა დახმარებამ და ევროპულმა ბაზრებმა უზრუნველყო ქართველების ცხოვრების დონის ამაღლება. როცა მესმის, რომ ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ რუსეთს იმისთვის, რომ ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გარკვეულ განვითარებას, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ამორალური, არამედ, არასწორია. ევროკავშირი უზრუნველყოფს სტაბილურობას. როდესაც რუსული ტანკები შემოვიდა საქართველოში, ჩვენმა პარტნიორებმა ტრაგიკული მოვლენების შემსუბუქება შეძლეს. ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს, პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის შუამავლობით და შეთანხმებით, რამაც შეაჩერა რუსები მეტად წაწეულიყვნენ წინ. თუმცა, ევროპული რეაქცია არ იყო საკმარისი, რადგან რუსეთმა შესაბამისი ფასი არ გადაიხადა. თუმცა ევროპის გარეშე თბილისიც კი ოკუპირებული იქნებოდა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S