Accentnews.ge
პრეზიდენტი: შეწყალების უფლება აქვს პრეზიდენტს ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე

პრეზიდენტი: შეწყალების უფლება აქვს პრეზიდენტს ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე

31/05/2023 14:51:44 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შეწყალების უფლებამოსილება მისი არის. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"გარკვეული ჩარევების გათვალისწინებით, რაც მივიღე, მინდა, ასევე ცხადად ვთქა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება ამ საკითხში თანაბრად უნდა იყოს დაცული, როგორც პატარა, ასევე დიდი ქვეყნის წარმომადგენლობისთვის. შეწყალება უფლება აქვს პრეზიდენტს, ყოველგვარი საგარეო თუ საშინაო ზეწოლის გარეშე. ასევე მინდა, მივმართო ზოგიერთს სამთავრობო წრიდან, რომ არ არის საჭირო ჩემ მიმართ მუქარის მცდელობა, რადგან გავაკეთებ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S