პრეზიდენტი: "უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა დაძაბულობა გაიზარდოს"
31/05/2023 14:58:55 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენის თაობაზე გამიზნულია, რომ შიდა დაძაბულობა გაიზარდოს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"მივმართავ რუსეთს. ნურც კი ეცდებით, შებღალოთ საქართველოს მოსახლეობისა და საქართველოს დემოკრატიისკენ სწრაფვა. მნიშვნელოვანია რუსეთისგან თავდაცვა. რუსეთი დღესაც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას და ახორციელებს ჰიბირდულ ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი საქართველოზე თავისი ზეგავლენის გაზრდას და ევროპის გავლენის შესუსტებას ცდილობს. ეკონომიკური ურთიერთობა, უვიზო რეჟიმი და ფრენების აღდგენა გამიზნულია, რომ შიდა ესკალაცია და დაძაბულობა გაიზარდოს. ამას ვერ დავუშვებთ. ვერ დაუშვებს საქართველო, ვერ დაუშვებს ევროპა. ევროპა ამის წინააღმდეგ ძალიან აქტიურად იბრძვის. შესაბამისად, უნდა დაეხმაროს საქართველოს, რომ აღუდგეს ამ ყველაფერს. სწორედ ამისთვის გვჭირდება კანდიდატის სტატუსი",– განაცხადა პრეზიდენტმა.


