Accentnews.ge
პრეზიდნტი: 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა

პრეზიდნტი: 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა

31/05/2023 15:29:15 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, "მაგრამ მეტი შეიძლებოდა". ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ჩვენ არ ვართ იდეალურები, აქედან შორს ვართ. ბოლო ორი წელიწადია, მთავრობის მიმართ ჩემი გზავნილია, რომ საკუთარ ხალხს მოუსმინოს და ერთგული დარჩეს საარჩევნო დაპირებებისა, უფრო მეტი ევროპისთვის. 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო და მომდევნო თვეებში ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ გვაპატიებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს შეაფასებენ. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S