Accentnews.ge
ევროპარალამენტარები საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას ეხმიანებიან

ევროპარალამენტარები საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას ეხმიანებიან

31/05/2023 15:33:46 პოლიტიკა

ევროდეპუტატები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას ეხმიანებიან.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვას "სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას" ადარებს.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში მტკიცედ გიჭერთ თქვენ და თქვენს ხალხს მხარს საქართველოს ევროპული მომავალში. კანდიდატის სტატუსი საქართველოს“, – წერს კრამონი სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც:

„ქართველები ევროპას საკუთარ სახლად მიიჩნევენ და იმედი უნდა მივცეთ. დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ ხელიდან არ გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობა. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მისრაფებების რწმენისთვის“.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ "მხოლოდ სიტყვებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია, საქართველოში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე დიდი ჩემპიონები ციხეში რჩებიან":

“აღვნიშნავ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ მიმართვას და იმედი მაქვს, რომ ევრო-ატლანტიკურ გზაზე საქართველოს პროგრესის ჩვენი სამომავლო შეფასება, რომელიც საქმეებს ეყრდნობა და არა სიტყვებს, პოზიტიური იქნება. სამწუხაროდ, რთულ დროში ვცხოვრობთ და მხოლოდ სიტყვებზე და ტექნიკურ მხარეებზე ფოკუსირება არ შეგვიძლია. ვშიშობ, რომ არა მხოლოდ კრემლმა აირჩია სხვა გზა ქვეყნისთვის. ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე დიდი ჩემპიონები ციხეში რჩებიან, მათ თავს ესხმიან ან ივიწყებენ, და უამრავი მაგალითია, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო სხვა მიმართულებით მიიწევს, საქართველოს ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ვისურვებდი, რომ აღვადგინოთ საქართველოს პროგრესი ევროკავშირისა და ნატოსკენ. საქართველოს ხალხი მზად არის. ჩვენ მზად ვართ. ჩვენი ქართველი პარტნიორებისგან თამამი გადაწყვეტილებები გვჭირდება, რათა დამტკიცდეს, რომ ისინი ერთი და იგივე ხედვის ერთგულები არიან”.

პრეზიდენტს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი.

'ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულები არიან, რამდენადაც ჩვენთვის არის გასაგები, პოლიტიკური მოტივებით და მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი, როდესაც ასეთი მართლმსაჯულების სისტემა აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს ევროპის პარლამენტში, მაგრამ არ ვაპირებთ თვალების დახუჭვას და გავუგზავნით მას ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით,. პრეზიდენტი საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ამიტომ, მე ქალბატონ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება მალე, რათა საქართველოს პრესტიჟი გადაარჩინოს. ახლა არ არის ლოდინის დრო. საქართველო გზაჯვარედინზე დგას', – განაცხადა მან "მთავარ არხთან" საუბრისას.

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში არსებული უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე სალომე ზურაბიშვილი კარგად ართმევს თავს ძალიან რთულ საქმეს.

პრეზიდენტმა ევროპარლამენტს სიტყვით დღეს მიმართა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S