Accentnews.ge
ბორელი: ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მისცა და ახლა ქვეყანაზეა დამოკიდებული მუშაობის გაგრძელება

ბორელი: ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მისცა და ახლა ქვეყანაზეა დამოკიდებული მუშაობის გაგრძელება

01/06/2023 08:28:44 პოლიტიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ბლოკმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მისცა და ახლა ქვეყანაზეა დამოკიდებული მუშაობის გაგრძელება.

„საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა, ერთადერთი რაც გასაკეთებელი აქვს, ესაა რეფორმებზე მუშაობის გაგრძელება, პოლიტიკური სტაბილურობის მშენებლობა", – განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის დაწყებამდე.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S