სალომე ზურაბიშვილი ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს
01/06/2023 10:00:33 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს გაპრეზიდენტებას ულოცავს.
„ედგარს რინკევიჩ, გილოცავთ ლატვიის ახალ პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას საქართველოსა და ლატვიას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების გასავითარებლად“, - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩი აირჩია. მანამდე იგი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის "პოსტს" იკავებდა.


