მიშელი: იმედია, საქართველოში შესრულდება ის რეფორმები, რაც ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად არის საჭირო
01/06/2023 10:29:39 პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდნეტ შარლ მიშელის განცახდებით, საქართველოს ევროპული მომავალი არის სწორი არჩევანი. იგი იმედოვნებს, რომ საქართველო შეასრულებს რეფორმებს და გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
„ქართველი ხალხის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. ვიმედოვნებ, იქნება ფანჯარა შესაძლებლოებისთვის, რომ გაკეთდეს მკაფიო არჩევანი. არა იმისთვის, რომ ასიამოვნოთ ბრიუსელს, არამედ იმისთვის, რომ გააკეთოთ მკაფიო არჩევანი და დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე. იმედია, საქართველოში შესრულდება ის რეფორმები, რაც ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად არის საჭირო“, – განაცხადა მან მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრის დაწყებამდე.
საქართველოში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მიშელმა აღნიშნა, რომ "მოხარული ვიქნება, თუ ქვეყანას კვლავ ეწვევა":
„საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მომიწვია საქართველოში, მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს კვლავ ვეწვევი. ვნახოთ, როდის იქნება ეს შესაძლებელი".
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.


