Accentnews.ge
ზელენსკი: ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, ვხედავთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ მიათრევენ ამ ერებს ერთსა და იმავე განუკითხაობაში

ზელენსკი: ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსსა და საქართველოში, ვხედავთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ მიათრევენ ამ ერებს ერთსა და იმავე განუკითხაობაში

01/06/2023 12:33:28 პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, მათ შორის საქართველოზე ისაუბრა.

"ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში. ჩვენ ვხედავთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ მიათრევენ ამ ერებს ერთსა და იმავე სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში. მაგრამ თუკი უკრაინელებსაც კი, რომლებიც სისხლით ადასტურებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ღირებულებებისადმი, ჯერ არ გაუგიათ დადებითი პასუხი ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაზე, სხვების იმედები სრულიად ბუნდოვანი ხდება", – განაცხადა ზელენსკიმ.

ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S