პრემიერი: მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად
01/06/2023 12:59:44 პოლიტიკა
მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნას, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა.
„მონაწილეობა მივიღე მოლდოვას რესპუბლიკაში ორგანიზებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაში. აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, მონაწილეობა მიიღოს პარტნიორებთან გამართულ დისკუსიებში. არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად“, – დაწერა პრემიერმა ღონისძიების შემდეგ „ტვიტერში" პირად გვერდზე.


