Accentnews.ge
ვიქტორ შენდეროვიჩი: "საქართველო ჩემგან დაიცვეს... ბრავო!"

ვიქტორ შენდეროვიჩი: "საქართველო ჩემგან დაიცვეს... ბრავო!"

02/06/2023 06:46:05 პოლიტიკა

მწერალი და პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში მის არშემოშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტები ჩაიშალა.

"ათობით მეგობარი, ასობით მაყურებელი, თერაპევტული სიცილი და უსაზღვრო სიყვარული, ასობით ხელმოწერილი წიგნი და ჩემი გასტრონომიული ბედნიერების კვირა - არაფერი ეს აღარ იქნება. დღესასწაული საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების ანონიმური ჯგუფის განმარტებების გარეშე ჩაიშალა. საქართველო ჩემგან დაიცვეს... ბრავო! პირველი ნამდვილად არ ვარ. არ გავრისკავ, ივანიშვილის საქართველოს პუტინის პროვინცია ვუწოდო, მაგრამ ამ მიმართულებით რომ მუშაობა მიდის, ნათელია! 2006 წელს, სამარცხვინო ანტიქართული კამპანიისა და დეპორტაციების პერიოდში, ასობით სხვა მოსკოველთან ერთად პუშკინის მოედანზე საპროტესტო აქციებზე გავდიოდი ლოზუნგით "დღეს მეც ქართველი ვარ"... როგორც უკვე ჩემი დეპორტაციიდან ირკვევა, თურმე არასაკმარისად ქართველი ვყოფილვარ. სასაცილოა..." - წერს შენდეროვიჩი.

ცნობისთვის: პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ვიქტორ შენდეროვიჩი აეროპორტში საპასპორტო კონტროლის დროს ქვეყანაში არ შემოუშვეს და ისრაელში გააბრუნეს, საიდანაც იგი თბილისში ჩამოფრინდა. საქართველოს შსს-ს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის აქტიური წევრია და უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან მწვავედ აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას, რის გამოც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იგი "უცხოეთის აგენტების" სიაშიც შეიყვანა. ამის შემდეგ შენდეროვიჩმა რუსეთი დატოვა და ისრაელში აგღზელებდა მოღვაწეობას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მრავალ რუს დამოუკიდებელ ჟრნალისტს, ოპოზიციონერსა და სამართალდამცველს განუცხადა უარი საქართველოში შემოშვებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S