Accentnews.ge
წულუკიანი: "პრემიერი მოლდოვაში ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი"

წულუკიანი: "პრემიერი მოლდოვაში ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი"

02/06/2023 12:39:20 პოლიტიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მოლდოვაში პრემიერი „წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი“.

"ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა გვაქვს. გვაქვს სუვერენული სახელმწიფო და ვისწრაფვით განუხრელად ევროპული ევროპის კავშირში გაერთიანებისკენ“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას ევრორეკომენდაციების შესრულებაზე და იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S