ზურაბიშვილი – სააკაშვილზე: "არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმას, რასაც მოელიან იმ ქვეყნისაგან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს"

02-06-2023 20:22:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა "France 24"–თან, მათ შორის ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის შესახებ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, "დასავლეთში ბევრ ადამიანს აინტერესებს, აპირებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტის შეწყალებას ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ვითარება საქართველოს იმიჯს ზიანს აყენებს", ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:

“დიახ, მე ვიცი ეს, მაწუხებს ეს და ბევრ რამეს ვაკეთებ ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად. მაგრამ ზიანი, რომელიც დადგა, ის დადგა მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და შეწყალება-არშეწყალება ნამდვილად არ არის ის საკითხი, რომელიც ამ ზიანს შეცვლის. მე ვფიქრობ, რომ მას [სააკაშვილს] ისე უნდა მოექცნენ, როგორც ბევრ სხვა მსჯავრდებულ პრეზიდენტს მსოფლიოში. არსებობს ელექტრონული სამაჯურები და სხვა ფორმები, რომლებიც ბევრად უფრო შეესაბამება იმას, რასაც მოელიან იმ ქვეყნისაგან, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს".

დამატებით კითხვაზე, "სურს თუ არა მას “სტატუს-კვოს შენარჩუნება”, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ “სამართლებრივი მოსაზრებები” არსებობს და აღნიშნა, რომ “ახსნა–განმარტებებში შესვლისგან” თავს იკავებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები