აშშ-ის საელჩო 2 ივნისს დაკავებულებზე: განსხვავებული აზრის მიუღებლობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ღირებულებებთან
03/06/2023 16:15:37 პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
„მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


