საქართველოს გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე სტუმრობს
05/06/2023 06:46:31 პოლიტიკა
საქართველოს გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სტუმრობს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს პოლიტიკოსებთან გამართავს.
ქართულ მხარესთან განხილვის მთავარ თემებს შორისაა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები.


