Accentnews.ge
9 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდება

9 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდება

05/06/2023 11:56:21 პოლიტიკა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს.

შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ბერლინში 9 ივნისს გაიმართება.

გერმანიის მთავრობის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება საგარეო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ასევე – ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე.

გერმანიის კანცლერის პრეს–სამსახურის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ იგეგმება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S