ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე: სააკაშვილის დახმარება პოზიტიური სიგნალი იქნება
05/06/2023 13:53:39 პოლიტიკა
ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარკეტა პერაკოვა ადამოვა აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დახმარება საქართველოს მხრიდან პოზიტიური სიგნალი იქნება. ამის შესახებ მან საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განცხადა.
როგორც ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება დიდი შრომა, კომპლექსური რეფორმები, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ და ეს უნდა მოხდეს საერთო სულისკვეთებით.
„ეს არ იქნება მარტივი. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს პროცესი და ეს გზა უნდა გაიაროთ ერთად, სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ძალებმა. საქართველომ უნდა შეასრულოს 12 პუნქტი, რომელიც მოგცათ ევროკომისიამ და ჩვენ ამაში დაგეხმარებით, თუმცა სამუშაო შესასრულებელია საქართველოს მხრიდან და უნდა იყოს ნაჩვენები მზაობა. ჩვენს ქვეყნებს, ყველას ჰქონდა ეს პრობლემები წევრობის გზაზე და საქართველოც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ მოგიწოდებთ, იმუშაოთ. ასევე, სააკაშვილის დახმარება იქნება პოზიტიური სიგნალი და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ საკითხზე. პოზიტიურად ვართ განწყობილი თქვენ მიმართ და ამ სლავკოვის ფორმატით ყველაფერს გააკეთებენ თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მარკეტა პეკაროვა-ადამოვამ.
დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეხვედრა გამართა სლავკოვის სამეულის – სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეებთან, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.


