Accentnews.ge
საქართველოს პრეზიდენტმა ,,სლავკოვის სამეულთან“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ,,სლავკოვის სამეულთან“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები განიხილა

05/06/2023 14:39:54 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,სლავკოვის სამეულთან“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული გამოწვევები განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე ,,სლავკოვის სამეულის“ ვიზიტი ხაზს უსვამს ჩენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.

მისი ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს არ შეუძლია მეორე უარი მიიღოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, საქართველოს ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და ის ჩვენს ღირებულებებს, ისტორიას, ბრძოლას და მომავლის ხედვას ეფუძნება.

ხაზი გაესვა ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და აღინიშნა, რომ ის ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური გამოწვევაა, რუსეთის წინააღმდეგ მთავარი იარაღი კი, საერთაშორისო სოლიდარობაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S