პრემიერი - გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას
06/06/2023 09:24:29 პოლიტიკა
მთავრობის მეთაურმა ქუთაისში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს შეეხებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც იმყოფებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა:
„თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი".
კითხვაზე, საშუალება რომ გქონოდათ რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? - პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა:
„მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას".


