Accentnews.ge
ხატია დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაშია

ხატია დეკანოიძე: არჩევნების მოგების გასაღები სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაშია

06/06/2023 10:08:02 პოლიტიკა

არჩევნების მოგების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის - მოგების გასაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსოლიდაცია “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ვერ მოხდება.

“რწმენა რომ მქონოდა “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ან იმ პროცესების მიმართ, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, პარტიას არ დავტოვებდი. “ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო მყოფი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პარტიის სახელით საუბრობენ და მისი ლიდერები არიან, მაგალითად, თამარ ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე, “სტრატეგია აღმაშენებელი“ - მათი ერთობა “ნაციონალური მოძრაობისთვის“ დამატებით ხმების მატებას არ გამოიწვევს. ეს არის ხმები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის და ჩემი აზრით, ეს ორბიტა ცალკე უნდა იყოს. აქეთ მხარეს კი იმ პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება უნდა მოხდეს, ვისაც “ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანება არ უნდა. “ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს - ნებისმიერი პარტია, რომელიც მას შეუერთდება ხმას ვერ მოუტანს ვერც “ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც საკუთარ ამომრჩეველს ვერ გააერთიანებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"პალიტრანიუსის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S