Accentnews.ge
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი - პრემიერის ინიციატივაზე: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი - პრემიერის ინიციატივაზე: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია

06/06/2023 10:30:07 პოლიტიკა

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ამ მიმართულებით უკრაინის პარლამენტის ყოფილი მრჩეველი ლადო სვანაძე საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ქუთაისის პარლამენტის შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნის თაობაზე "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტს" უწოდებს.

"ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ჩვენი IT კომპანიები თავისი საქმიანობის წარმოებას ჰაბის ფარგლებში შეძლებენ. გარდა ამისა, ეს თავად ქალაქისთვის და დასავლეთ რეგიონის განვითარებისთვის იქნება კარგი. აგრეთვე, ცოტა საერთაშორისო თვალითაც რომ შევხედოთ, ჰაბს ექნება შესაძლებლობა, გახდეს რეგიონული დონის, შესაბამისად მოხდეს უცხოური IT კომპანიების ჩამოსვლა და მათი მხრიდან თავისი კომერციული საქმიანობის წარმოება აქ, რაც ისევ და ისევ ეკონომიკურ მდგომარეობას წაადგება", – განაცხადა სვანაძემ "აქცენტთან" საუბრისას.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ქუთაისის პარალამენტის შენობის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნა სურს:

"ჩვენი ხედვა არის შემდეგი: ახლა ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, ძალიან მალე ამის თაობაზე იქნება დეტალური ინფორმაცია, ქუთაისის პარალამენტის შენობა გვინდა გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი, ცენტრი ახალგაზრდებისთვის, IT სექტორში მომუშავე ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, ეს უნდა იყოს მულტიფუნქციური, თანამედროვე, ტექნოლოგიური ქალაქი და ცენტრი, ადგილი, რომელშიც თავს მოიყრის ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა. ამის პროექტს ვამუშავებთ, ძალიან მალე იქნება ამის პრეზენტაცია, დაელოდეთ. ეს ყველაფერი დროს მოითხოვს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შინაარსიანად, ვამზადებთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S