Accentnews.ge
წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები "საზოგადოებრივ  მაუწყებელზე"

წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"

06/06/2023 13:20:52 პოლიტიკა

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მეორე მოსმენით მაინც მიიღო.

საუბარია „ქართული ოცნების“ წევრების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომლითაც ახლებურად განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან, მის დაფინანსებასთან, მისი ხელმძღვანელი ორგანოების დაკომპლექტებასა და ამ ორგანოთა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის იზრდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან 2 მათგანი საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვის გადადებას მოითხოვდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი არათუ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გამოწვევებს ვერ პასუხობს, არამედ ვერც იმას ასაბუთებს, რატომაა საჭირო აღნიშნული ცვლილებების მიღება.

ოპოზიციისა და არასამთავრობოების საპასუხოდ კანონპროექტზე მომხსენებელმა „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვლმა განაცხადა, რომ საკითხის განხილვის შეჩერების მიზანშეწონილობას ვერ ხედავს.

მანამდე, აღნიშნულ კანონოპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენმაც“. „მედიაომბუდსმენის“ შეფასებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება ემსახურება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინსტიტუციურ გადაწყობას, საქმიანობის ნაწილის მორგებას კონკრეტული პირების ინტერესებზე და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დახურულ სტრუქტურად გადაქცევას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S