Accentnews.ge
ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია გაერთიანების შექმნა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე

ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია გაერთიანების შექმნა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე

07/06/2023 07:46:33 პოლიტიკა

პარტია “ლელო” მხარს უჭერს ისეთი ოპოზიციური გაერთიანების შექმნას, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობა” არ იქნება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და დასძინა, რომ ორპოლუსიანობა “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია გაერთიანების შექმნა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.

„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“ შესანიშნავი სამიზნეა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ შექმნილი პოლიტიკური ველი, რომელიც ორპოლუსიან ველს გულისხმობს, აბსოლუტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“.

ჩვენი ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ეს ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. ისეთი გაერთიანების შექმნაა გასაღები, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები.

ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთი პროევროპული პარტიების ერთობის შექმნას, რომელიც ორიენტირებული იქნება, რომ ეს ორპოლუსიანობა დაამსხვრიოს, იმუშაოს იმ ელექტორატთან, რომელიც არ აპირებს, რომ ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის ელექტორატზე იმუშაოს, ეს მათი პრობლემაა. ის გაერთიანება, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ხელი შევუწყოთ, არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით, არამედ მიმართული იქნება, რომ ეს ხელისუფლება დემოკრატიული კოალიციური მმართველობით შეიცვალოს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S