Accentnews.ge
ჰერჩინსკი: შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი დემოკრატიული ქვეყნისთვის, ვიმედოვნებთ, ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული

ჰერჩინსკი: შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი დემოკრატიული ქვეყნისთვის, ვიმედოვნებთ, ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული

07/06/2023 08:41:16 პოლიტიკა

მედიისა და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, მედიის თავისუფლება არის 12 პრიორიტეტის ერთ-ერთი პუნქტი, – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ ქართული საზოგადოება და ქართულია მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კითხვას რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თავისუფლად შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ხაზს ვუსვამთ ამ უფლებების შენარჩუნების საჭიროებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S