"საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში გზაგასაყარზეა, ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანასა და ევროკავშირის წევრებს შორის დიალოგი ინტენსიური იყოს"
07/06/2023 08:44:19 პოლიტიკა
"საკვანძო მომენტია საქართველოსთვის, საქართველო გზაგასაყარზე დგას ევროინტეგრაციის პროცესში, ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრს შორის დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური", – ამის შესახებ, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კონტაქტებს 27 წევრი ქვეყნის დედაქალაქებთან და ევროკავშირის ქვეყნების მაღალჩინოსნების ყველა ვიზიტს საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დიალოგი იყოს რაც შეიძლება ინტენსიური, რომ 27 წევრმა სახელმწიფომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება წლის ბოლოს ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰერჩინსკი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს 9 ივნისს შეხვდება.


