Accentnews.ge
რომან გოცირიძე: ხელისუფლებას სურს ეროვნულ ბანკშიც ისეთივე კლანი ჩამოყალიბდეს, როგორიც არის სასამართლო სისტემაში

რომან გოცირიძე: ხელისუფლებას სურს ეროვნულ ბანკშიც ისეთივე კლანი ჩამოყალიბდეს, როგორიც არის სასამართლო სისტემაში

07/06/2023 09:58:26 პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე. სურთ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა".

„ეროვნულ ბანკში ფინანსური კლანის ფორმირება სჭირდებათ, რათა საბოლოოდ გააკონტროლონ მთელი საფინანსო სისტემა, მთელი ფინანსები ჩაიგდონ ხელში და მიჩქმალონ „ქართული ოცნების“ მთელი ფინანსური მაქინაციები. ერთ-ერთი მაგალითია „პროგრეს ბანკის“ დახურვა. ვერავინ გაიგო, როგორ გაჩნდა და როგორ გაქრა, არადა მისი დამფუძნებლები იყვნენ კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი და ვინმე ავანტიურისტი გავრილოვი.

ეროვნული ბანკის საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა და მათ სურთ მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ წამყვანი პირები ეროვნულ ბანკში, ამიტომ სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაარღვიეს ზურაბიშვილის კრიტიკაზე გამოცხადებული მორატორიუმი - მათ უბრალოდ ეშინოდათ ბრიუსელში გამოსვლის, რომ არ შეეწყალებინა და მაღალი ტრიბუნიდან არ ეთქვა, რომ კონფრონტაციის შემცირებისთვის ამ ნაბიჯს დგამს და ათავისუფლებს გვარამიას. ასევე ეშინოდათ იმის, რომ მისი გამოსვლა არ ყოფილიყო ისეთივე მწვავე, როგორც იყო აქ, პარლამენტში და 26 მაისს. მორჩა ეს პროცესი და მათი წარმოდგენით თავი ქუდში აქვთ, ამიტომ ხელახალი შეტევა დაიწყეს სალომე ზურაბიშვილზე,“ - განაცხადა გოცირიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S