Accentnews.ge
რაში დაიხარჯა მთავრობის სარეზერვო ფონდი 2022 წელს

რაში დაიხარჯა მთავრობის სარეზერვო ფონდი 2022 წელს

06/06/2023 10:23:50 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრის ყოველწლიურ ანგარიშში – 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 12 თვის შესრულების მიმოხილვაში საუბარია, მათ შორის მთავრობის სარეზერვო ფონდის მიერ დახარჯულ თანხებზე.

კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აქტებით გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ შეადგინა 50 895 000 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ – 49 581 700 ათასი ლარი.

მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები შემდეგი მიზნით დაიხარჯა:

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

  • საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოს საერთაშორისო რეგიონალურ ფინანსურ და საბანკო ჰაბად პოზიციონირების საკითხებზე ხელშეწყობისათვის აუცილებელი საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით – 3 755 904 ლარი;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით – 213 800ლარი;
  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით – 3 750 000ლარი;
  • საიდუმლო – 432 076.90 ლარი.
  • მეფე ერეკლე მეორის 300 წლის იუბილესა და ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ნიკალას 160 წლის იუბილეს აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით – 719 501.68 ლარი.
  • 2022 წლის 16-24 ივლისს საქართველოში მთის კვირეულის ფარგლებში (თუშეთში, ყაზბეგში, შოვსა და მესტიაში) გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით – 2 079 154.49 ლარი.
  • 2022 წლის 8 – 23 ოქტომბერს საქართელოში ღვინის ფესტივალის ფარგლებში (26 ლოკაციაზე) გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით – 7 455 724.02 ლარი.
  • საიდუმლო – 3 500 000.00 ლარი.
  • „საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ“ განკარგულების და 2022 წლის დასრულებასთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით – 9 066 204 ლარი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

  • საიდუმლო – 2 300 000.00 ლარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • ლობისტური მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით „ჩართველ სთრაითეჯი გრუფთან (The Chartwell Stretege Group, LLC)“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასაფინანსებლად – 1 248 135.00 ლარი.
  • იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის დაწყებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად – 228 382 ლარი.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

  • საიდუმლო – 1 494 284.09 ლარი.
  • საიდუმლო – 420 310.80 ლარი.
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის, თანამშრომელთა მივლინებების, ტრანსპორტის მოვლა-შენახვის, კომუნალური და სხვა მიმდინარე ხარჯების ანაზღაურების მიზნით – 699 336.09 ლარი.

ჯანდაცვის სამინისტრო

  • უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით – 1 000 000 ლარი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S