Accentnews.ge
მსხილაძე: "მთავრობა ხუციშვილის წარდგენას კატეგორიულად მოითხოვდა პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით"

მსხილაძე: "მთავრობა ხუციშვილის წარდგენას კატეგორიულად მოითხოვდა პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით"

07/06/2023 13:33:29 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტო მდივანი ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილი განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა, მისი თქმით, "კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით".

„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგენასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია. რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, - განაცხადა მსხილაძემ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S