Accentnews.ge
ზახაროვა: რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები სანქციებს არ არღვევს

ზახაროვა: რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები სანქციებს არ არღვევს

08/06/2023 08:29:55 პოლიტიკა

გააუქმებს თუ არა რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას, თუკი თბილისი სანქციებს შეუერთდება? - ეს კითხვა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას დაუსვეს, რომელმაც ჟურნალისტს "კითხვის ჰიპოთეტიურ-პროვოკაციული სტილი" დაუწუნა და დასძინა, რომ "რუსეთისთვის ამოსავალ წერტილს არსებული რეალიები წარმოადგენს და არა ვარაუდები".

"ავიამიმოსვლა იმ ადამიანებისთვის აღვადგინეთ, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, რაღაც შემოვლითი გზები და კერძო ავიაცია გამოიყენონ, თუმცა ესაჭიროებათ, სისტემატიურად კვეთდნენ საზღვარს, აწარმოებდნენ ბიზნესს, წყვეტდნენ პრობლემებს, აკითხავდნენ ნათესავებს. ჩვენ ვღებულობდით არა ცალკეულ მომართვებს, არამედ უამრავი ადამიანის განაცხადებს ორივე მხრიდან და ეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდა. სხვა საკითხია, რომ გარკვეულ ძალებს ეს არ ეპიტნავათ და თქვენ ძალიან კარგად იცით, რა ძალებს ვგულისხმობ. ასევე მინდა, ვთქვა, რომ გვსმენია, თითქოს ეს ავიარეისები რაღაც აკრძალვებს ეწინააღმდეგება ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიარეისები არც ერთ მოქმედ სასანქციო რეჟიმს არ არღვევს, ამ უკანასკნელთა მთელი უკანონობის მიუხედავად. როგორც ხედავთ, ეს არ უქმნის უხერხულობას აშშ-სა და ევროკავშირს, რომლებიც შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან, თავს მოახვიონ საკუთარი ნება და ორმაგი სტანდარტები სუვერენულ სახელმწიფოებს, შეარყიონ სიტუაცია რეგიონში" - განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების საფუძველზე მაისის მეორე ნახევრიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. 19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტით პირველი რეისი შეასრულა რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომელიც მანამდე მხოლოდ რუსეთის შიდა რეისებზე მუშაობდა, 20 მაისს კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის მარშრუტით რეისების განხორციელება ქართულმა "ჯორჯიან ეარვეისმა" დაიწყო.

აშშ-ის ადმინისტრაციამ მკაცრად გააფრთხილა ქართული მხარე იმ კომპანიების მოსალოდნელი დასანქცირების თაობაზე, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში სანქცირებულ რუსულ საჰაერო ხომალდებს მოემსახურებიან.

საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ რეისებს მხოლოდ ის ავიაკომპანიები და ხომალდები შეასრულებენ, რომლებზეც საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S