Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო დგას კანადის გვერდით ამ რთულ დროს

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო დგას კანადის გვერდით ამ რთულ დროს

08/06/2023 08:44:13 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანადაში ხანძარს გამოეხმაურა დაა განაცხადა, რომ საქართველო დგას კანადის გვერდით ამ რთულ დროს.

„ვუსურვებთ სიმტკიცეს მამაც მეხანძრეებსა და კანადის ხელისუფლებას მათ ბრძოლაში გამანადგურებელი ტყის ხანძრის წინააღმდეგ. საქართველო დგას კანადელი ხალხის გვერდით ამ რთულ დროს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა. დაბინძურებული ჰაერის გამო კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მილიონობით ადამიანს, შენობებიდან გარეთ გასვლის დროს N95 პირბადეების გამოყენებას ურჩევენ. კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა.

პროვინციაში 11 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S