Accentnews.ge
ო’ბრაიენი: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ

ო’ბრაიენი: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ

08/06/2023 09:40:14 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას იწვევენ, – იუწყება POLITICO.

ო’ბრაიენის თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული კომპანიები ყიდიან პროდუქციას სხვა ქვეყნებში, რომლებიც, თავის მხრივ, მასალებს რუსეთში ყიდიან.

"ამ წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტრონიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების რეიმპორტი დაახლოებით ომამდელ დონეზე", - განუცხადა ო’ბრაიენმა Playbook-ს ECFR ღონისძიებაზე, რაც გულისხმობს ჩიპებს, პროცესორებსა და ინტეგრირებულ სქემებს, რომლებიც თანამედროვე იარაღის დამზადებისთვის გასაღებია.

მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა განსაკუთრებით 5 ქვეყანა – თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი, რომლებიც იწვევენ გვერდის ავლის პრობლემას.

POLITICO წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე, რომელიც ფოკუსირებული იქნება არსებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებზე და მოიცავს ახალ მექანიზმს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის.

სხვადასხვა ანალიტიკოსები დიდი ხანია, ამბობენ, რომ რუსეთი მათ შორის საქართველოს გავლით ახერხებს სანქციებისთვის თავის არიდებას. საქართველოს მთავრობის განცხადებით, თბილისი ყველა დაწესებულ სანქციას იცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S