Accentnews.ge
ბოკუჩავა: ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის გადარჩენა და გათავისუფლება, ამის შემდეგ კი თავად მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ ხედავს საკუთარ თავს

ბოკუჩავა: ამ ეტაპზე პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის გადარჩენა და გათავისუფლება, ამის შემდეგ კი თავად მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ ხედავს საკუთარ თავს

08/06/2023 10:51:05 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გათავისუფლება, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მიზანი იქნება მიღწეული, სააკაშვილმა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

"მას შემდეგ, რაც ეს უმთავრესი მიზანი იქნება მიღწეული, მან თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ ხედავს საკუთარ თავს და როლს ქვეყნის პოლიტიკაში - დარჩება საქართველოში, დაბრუნდება უკრაინაში. ფაქტია, პრეზიდენტ სააკაშვილს ნამდვილად არ სჭირდებოდა არასდროს და არც ახლა თანამდებობა იმისთვის, რომ იბრძოლოს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამგვარი თანამდებობა მას ჰქონდა უკრაინაში, რომელიც დატოვა, ჩამოვიდა აქ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად და რა ფორმით მიიღებს ამაში მონაწილეობას, ეს უმთავრესად მისი პრეროგატივაა, განსაკუთრებით იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა არის მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. შეუძლებელია კონსულტაცია გაიმართოს ამ თემაზე, სანამ თავად პრეზიდენტი არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიამ პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დაასახელოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S