Accentnews.ge
წითლიძე: როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებები, ქვეყანა და ხალხი იმსახურბეს სტატუსს

წითლიძე: როგორიც არ უნდა იყოს ხელისუფლების ქმედებები, ქვეყანა და ხალხი იმსახურბეს სტატუსს

08/06/2023 13:57:43 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ "როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები, ქვეყანა და ხალხი იმსახურბეს სტატუსს". ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართულ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ვარ იმ პარტიის წარმომადგენელი რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. იგი ახლა ციხეშია, პრორუსული ხელისუფლების წყალობით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გეოპოლიტიკური შესაძლებლობა რომელიც ჩემს ქვეყანას ახლა აქვს, ჩემი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ელოდა. თაობები შეეწირა ამას. თბილისის ქუჩებში საქართველოს მოქალაქეები გამოვიდნენ ევროპული მომავლის დასაცავად, რუსული კანონის წინააღმდეგ. 2012 წლამდე საქართველო იყო აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი ქვეყანა - ძნელად წარმოსადგენი იყო რომ 11 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები იქნებოდა ასეთი ანტიევროპული. ქართული ოცნების ლიდერების პროპაგანდა არის ის რომ ევროპას უნდა ომი და მეორე ფრონტი საქართველოში. ჩვენ მივიღეთ ოლიგარქიული სისტემა, კორუფცია, არათავისუფალი, სანქცირებული სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. კიდევ უფრო მეტი ვიდრე აქ აღვნიშნავ. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები - საქართველოს ევროპული კურსის დასაზიანებლად - ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", – განაცხადა წითლიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S