Accentnews.ge
პაპუაშვილი: ყველა ევროპარლამენტარს ვურჩევდი, სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის კალიურანდმა

პაპუაშვილი: ყველა ევროპარლამენტარს ვურჩევდი, სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის კალიურანდმა

08/06/2023 17:14:37 პოლიტიკა

სარკეში ჩახედვას რაც შეეხება, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი – სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის კალიურანდმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითიც ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უნდა გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა დააზიანა.

„მთავარი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ევროპულ პარლამენტში ვაწყდებით, არის ზედაპირულობა. ჩვენ ვნახეთ ციტატებით მანიპულირება, დეზინფორმაციის გავრცელება, ფაქტების დამახინჯება, რაც ევროპარლამენტის ბოლო სამ რეზოლუციაში იყო ასახული. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ზოგიერთ განცხადებაში პიროვნული გაღიზიანებები და ანტიპათიები იგრძნობოდა, რაც არ არის სერიოზული და ევროპული დამოკიდებულება, რაც ქართველ ხალხს აქვს.

სარკეში ჩახედვას რაც შეეხება, ყველა ევროპარლამენტარს ერთ რამეს ვურჩევდი – სარკეში ჩახედვა არ არის საჭირო, ბოლო სამ რეზოლუციას ჩახედონ, რომელსაც მხარი დაუჭირეს, მათ შორის კალიურანდმა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩახედონ, რომელიც ამ ბოლო სამ რეზოლუციაში იყო და რომელსაც პასუხი გასცა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლომ. ის ჩანაწერები ნახონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა და იხილონ პროპაგანდა, რომელსაც აყოლილი იყვნენ ევროპარლამენტის რეზოლუციების ინიციატორები. დაფიქრდნენ, იქნებ არის დრო, ქართველი ხალხის წინაშე საკუთარი შეცდომები გამოასწორონ, გადახედონ საკუთარ პოზიციებს, რომლებმაც დააზიანა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ საკითხს ასე შეხედონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა: „როდესაც ვამბობთ, რომ არის ანტიდასავლური რიტორიკა, ეს ციდან არ მოგვაქვს, ჩემი რჩევა იქნებოდა, სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S