Accentnews.ge
ბექა ლილუაშვილი: ჩვენ უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და გადავიყვანოთ ოპოზიციაში

ბექა ლილუაშვილი: ჩვენ უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნება“ და გადავიყვანოთ ოპოზიციაში

09/06/2023 07:24:42 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და ხალხმა უნდა შეცვალოს მოქმედი ხელისუფლება.

„გუშინ ვნახეთ ღია, მკაფიო განცხადებები, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოობა იმაზე, რომ ევრორეკომენდაციების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ თავმოწონება არის ფარსი. ეს ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ცხადია, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, იგივე გვარამიასთან დაკავშირებული თემა იქნება თუ სხვა, უნდა გადაიჭრას. ამ განცხადებებს მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სანქციების კოორდინატორის განცხადება, რაც ძალიან მძიმე გარემოს ქმნის. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი სტატუსის მიღება არ არის და ყოველდღიურ რეჟიმში ამ შესაძლებლობის პირდაპირ საბოტირებას ახდენენ. საქართველოს მოქალაქეებს მეტად მკაფიოდ უნდა დავანახოთ მათი სახე, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება და გადავიყვანოთ ოპოზიციაში", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S