Accentnews.ge
შოლცი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ძალისხმევას დროულად და მაქსიმალური მონდომებით მიმართოს

შოლცი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ძალისხმევას დროულად და მაქსიმალური მონდომებით მიმართოს

09/06/2023 15:42:16 პოლიტიკა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ბერლინი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ძალისხმევას დროულად და მაქსიმალური მონდომებით მიმართოს.

ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის მთავრობამ შოლცისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნა.

"კანცლერმა შოლცმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შევედრაზე განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე – საფრთხოების და ევროპული პოლიტიკის მიმდინარე თემები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომის გრძელვადიანი ეფექტები.

კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები რეფორმების კუთხით. ოლაფ შოლცის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები მიუთითებს გზას კანდიდატის სტატუსისკენ. მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მიმართოს აუცილებელ ძალისხმევას დროულად და მაქსიმალური მონდომებით უახლოეს კვირებში.

უსაფრთხოების ვითარებასთან დაკავშირებით ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გერმანიის კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, გააგრძელონ ღია და შედეგზე ორიენტირებული აზრთა გაცვლა და შეინარჩუნონ მჭიდრო კონტაქტი", – ნათქვამია გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S