Accentnews.ge
კობახიძე: დადასტურდა, რომ „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში ტყუილი იყო, არ შეიძლება, ასეთი „ფეიკებით“ ებრძოლო საკუთარ ქვეყანას

კობახიძე: დადასტურდა, რომ „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში ტყუილი იყო, არ შეიძლება, ასეთი „ფეიკებით“ ებრძოლო საკუთარ ქვეყანას

10/06/2023 14:40:31 პოლიტიკა

რეალურად, დადასტურდა, რომ „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში იყო ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“, ეს დადასტურდა, არავითარი „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში არ დაფიქსირებულა, მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის გაავრცელეს ფოტოები, ვითომ იარაღით მყოფი ადამიანების, რაც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ პერიოდს, როდესაც ის ავტომობილები დაფიქსირდა საქართველოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ „სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომ „კადიროველები“ გადაადგილდებიან საქართველოში“.

კობახიძის თქმით, ოპონენტები „ფეიკებით“ ცდილობენ, ქვეყანას შეუქმნან პრობლემები.

„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, არ შეიძლება, ასეთი „ფეიკებით“ ებრძოლო საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს. თქვენ გაავრცელეთ ტყუილი და ჩვენ უნდა მოვიტანოთ მტკიცებულება, რომ ეს ტყუილი არ არის ტყუილი? რა სისულელეა. ნუ გაავრცელებთ ტყუილს და მერე ნუ მოითხოვთ მტკიცებულებებს. „კადიროველები“ არ იყვნენ და ტყუილებზე მე მტკიცებულებებს ვერ მოვიტან. როცა ტყუილს ამტკიცებთ, უნდა მოიტანოთ მტკიცებულებები, მაგრამ მტკიცებულება ვერ გექნებათ, რადგან არის ტყუილი. ჩემი და ხელისუფლების ფუნქცია არ არის, რომ თქვენი ტყუილების შესახებ მოვიტანოთ მტკიცებულებები. თქვენი საქმეა ტყუილების გავრცელება. არ იყვნენ „კადიროველები“, ჩვენ ვიცით, რომ არ იყვნენ „კადიროველები“, იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ „კადიროველები“. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთ ტყუილებს ნუღარ გაავრცელებთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვი, თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა რუსული სანომრე ნიშნებით მოძრავი სავარაუდოდ, G-კლასის ავტომობილების კოლონის ამსახველი ვიდეო, რომელიც, ტელეარხის ცნობით, სოფელ ნატახტართან იყო გადაღებული. მოგვიანებით, გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც ასახული იყო იგივე ავტომობილები, პარკირებული უკვე ბათუმში.

სოცქსელების მომხმარებლების ნაწლი წერდა, რომ მაისში საქართველოს რამზან კადიროვის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

როგორც პანკისის ხეობის მკვიდრი მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერდა, "გავრცელებული კადრები რამზან კადიროვის ესკორტის იმ ნაწილს ასახავს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვან მისიაზე უშვებენ და ეს რაზმი სადაზვერვო საქმიანობას ეწევა".

"ევროპული მდგრადობის ინიციატივის ცენტრის" (European Resilience Initiative Center) დამფუძნებელი, ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სერგეი სუმლენი "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს, რომ "777-77" ნომრები რუსეთში ძირითადად დანაშაულებრივი საყაროს, მთავრობის, ან სპეცსამსახურების წარმომადგენლებისთვის გაიცემოდა".

"საინტერესოა, რომ სერია "77" ოფიციალურად აღარ არსებობს ახალად დარეგისტრირებული ავტმობილებისთვის, მაგრამ მემკვიდრეობით გადაეცემათ სისტემის შიგნით", - წერდა ექსპერტი და ავრცელებდა ვიდეოსა და ფოტომასალას, თუ როგორ გადაადგილდება მსგავსი ესკორტი სხვდასხვა დროს და სავარაუდოდ, არა მხოლოდ რუსეთში.

ერთ-ერთი ვერსიით, ესკორტით საქართველოში ჩეჩენი ბიზნესმენი გადაადგილდებოდა. ასეთივე ავტომობილები მსგავსი ნომრებით ასახულია ვიდეოში, რომელიც ინსტაგრამ–არხზე ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვის სახელით ერთი წლის წინ არის გამოქვეყნებული.

„კავკაზსკი უზელი“ («Кавказский узел») წერდა, რომ ახმეტხანოვი ძალიან მდიდარი ბიზნესმენი და კომპანია „იუგ-ნეფტის“ («Юг-нефть») მფლობელია, რომელიც კავშირი დანაშაულებრივ სამყაროსთან აქვს. გამოცემის წყაროები იუწყებოდნენ, რომ მისი ზედმეტსახელია „ეშმაკი“.

2020 წლის აპრილში რამზან კადიროვი საჯაროდ და მწვავედ დაუპირისპირდა ასლანბეკ ახმეტხანოვს, კარანტინის დროს ქალების გარემოცვაში ალკოჰოლური სასმელის მიღებისა და ასევე იარაღის შესყიდვის გამო. ბიზნესმენმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მუქარების ფონზე გარკვეული დროით ჩამოშორდა ოჯახს. თავის სოფელში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბიზნესმენი რამდენიმე კვირის შემდეგ დაბრუნდა. ექსპერტები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ "კადიროვმა ძალისა და ხალხის კონტროლის სადავეების დემონსტრირება მოახდინა, თუმცა, მათ შორის ფინანსური ინტერესების გამო მოსალოდნელი არ იყო ბიზნესმენ ახმეტხანოვის სამუდამო გაწირვა".

"მთავარი არხის" ინფორმაციით, „კადიროველებმა“ საქართველო უკვე დატოვეს და თურქეთში გადავიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S