Accentnews.ge
საქართველოს ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი ეწვევა

საქართველოს ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი ეწვევა

10/06/2023 17:36:20 პოლიტიკა

2023 წლის 11-13 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ლიხტენშტაინელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დომინიკ ჰასლერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

ასევე დაგეგმილია ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიხტენშტაინელი დიპლომატი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს მოინახულებს და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა"- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S