Accentnews.ge
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: პარლამენტს სებ-ის საბჭოს კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარვუდგენთ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი: პარლამენტს სებ-ის საბჭოს კანდიდატურებს უახლოეს მომავალში წარვუდგენთ

12/06/2023 07:56:12 პოლიტიკა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

“უახლოეს პერიოდში პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს კანდიდატურებს. პრეზიდენტმა დეკემბრამდე პერიოდში იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა. ასე რომ, პრეზიდენტი უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტია მათ დაუჭერთ თუ არა მხარს", - განაცხადა მსხილაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გადის.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის საბჭოში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეყვანა სურს, რასაც პრეზიდენტი ეწინააღმდეგება. სალომე ზურაბიშვილი ამ სვლას არ თანხმდება, რადგან ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობისთვის სარისკოდ მიიჩნევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S