Accentnews.ge
მსხილაძე: მმართველ გუნდს არანაირი უფლება არ აქვს, პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში ჩაერიოს

მსხილაძე: მმართველ გუნდს არანაირი უფლება არ აქვს, პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში ჩაერიოს

12/06/2023 08:01:14 პოლიტიკა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს არანაირი უფლება არ აქვს, პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში ჩაერიოს. ამის შესახებ მან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს წარდგენისას ისაუბრა.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ლაშა ხუციშვილი კანდიდატად განიხილებოდა, უბრალოდ პრეზიდენტმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო. აქ არის ერთი რამ, როდესაც ვსაუბრობთ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე, თუნდაც ეს მმართველი გუნდის პოლიტსაბჭო იყოს, მას არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის იმ კომპეტენციებში, რომელიც მას საერთოდ არ ევალება. ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული", - განაცხადა მსხილაძემ.

მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ ასევე კონსტიტუციითაა განსაზღვრული, პრეზიდენტმა წარადგინოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები პარლამენტისთვის.

"მათ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ", -დასძინა მან.

საპარლამენტო მდივნის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ პრეზიდენტი დეკემბრამდე არ აპირებს საბჭოს წევრების კანდიდატების წარდგენას:

"პრეზიდენტმა დეკემბრამდე იგულისხმა მოქმედი მოვალეობის შემსრულებლის ვადა, რომელიც დეკემბერში იწურება და იგულისხმა ის ვადა, რომელიც ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელს პრობლემა აღარ ექნებოდა. ასე რომ, პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ ორ ახალ კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე და თქვენი გადასაწყვეტი იქნება მას დაუჭერთ თუ არა მხარს".

დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S