მთავრობა უცხოეთის მოქალაქეებისთვის სუროგაციის გარდა, ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვასაც გეგმავს
12/06/2023 12:01:01 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა უცხოეთის მოქალაქეებისთვის სუროგაციის გარდა, ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვასაც გეგმავს. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გააკეთა.
„2024 წლის პირველი იანვრიდან იზღუდება არასაქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდებით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


