Accentnews.ge
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დღეს პრემიერს შეხვდებიან: "მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა ინტენსიური იყოს"

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დღეს პრემიერს შეხვდებიან: "მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა ინტენსიური იყოს"

12/06/2023 12:15:01 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დღეს ბლოკის წევრი ქვეყნების ელჩები პრემიერ– მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან.

მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი პრემიერია.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა ინტენსიური იყოს".

„შემიძლია, დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ. ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკომისია წარადგენს ოქტომბერში გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S