Accentnews.ge
"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ" - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს ვუჭერთ" - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

12/06/2023 19:00:40 პოლიტიკა

შვედეთი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს, - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა პოლონეთში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

"გვსურს, საქართველომ გამოიყენოს თავისი შანსი და კანდიდატი ქვეყანა გახდეს" - განაცხადა ბილსტრომმა.

ამასთან, მან მოლდოვასა და უკრაინის მიერ წლის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებასაც დაუჭირა მხარი და იქვე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა არ გამორიცხა.

"შვედეთი საჭიროების შემთხვევაში უკრაინას აუცილებლად დაეხმარება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ამ ქვეყანას მანამ, სანამ ბრძოლის ველზე რუსეთზე გადამწყვეტ გამარჯვებას არ მიაღწევს, რაც ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა" - განაცხადა შვედმა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S