იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, მათ შორის საქართველო დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდება
13/06/2023 07:13:41 პოლიტიკა
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი აცხადებს, რომ თუ დასავლეთი უკრაინას არ დაეხმარება, მათ შორის საქართველო დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ მან ვაშინგტონში აშშ–ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან მშვიდობა გვსურს. თუ უკრაინას არ დავეხმარებით, ევროპას უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება და საქართველო, მოლდოვა და ბევრი სხვა ქვეყანა დიდი რისკის წინაშე აღმოჩნდებიან. შესაბამისად, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად“, – განაცხადა ანტონიო ტაიანიმ.


